პროექტები


სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა


1
პროექტის სახელწოდება
ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა
2
პროექტის მთვარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
პრაქტიკული ამოცანა ავტობუსის მოძრაობის ყველაზე ხელსაყრელი (ოპტიმალური) მარშრუტის პოვნას უკავშირდება.
3
პროექტის აქტუალობა
სწორი გათვლებით  დროისა და თანხის  ეკონომია.  
4
პროექტის მიზნები
დანიშნულების ადგილზე მისასვლელად რაც შეიძლება ნაკლები მანძილი გავიაროთ.
5
მოსწავლეთა ასაკი
12-13 წელი
6
ვადები/ხანგრძლივობა
15 დღე
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
პრეზენტაციისთვის ელექტრონული რესურსი PowerPoints-ში აწყობილი.
8
პროექტისთვის საჭირო ძირითადი ძირითადი რესურსები
ფორმატი, სახაზავი, ფანქარი.

9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეთა მიერ შედგენილია  ერთ-ერთი ადგილის რუკა, სადაც მონიშნულია A, B, C, D,E და F დასახლებული პუნქტები, რომლებიც ერთმანეთს გზებით უკავშირდება.
ერთ-ერთ პუნქტში - F -ში - საშუალო სკოლაა, რომელშიც დანარჩენ პუნქტებში მცხოვრები ბავშვები სწავლობენ. მოსწავლეთა მოხერხებული გადაადგილების მიზნით სკოლამ ავტობუსი შეიძინა. ავტობუსი დილით სკოლიდან იწყებს მოძრაობას და სკოლაშივე ბრუნდება, გაკვეთილების შემდეგ კი „ჩამოარიგებს“ ბავშვებს სახლებში. ჩვენი პრაქტიკული ამოცანა ავტობუსის მოძრაობის ყველაზე ხელსაყრელი (ოპტიმალური) მარშრუტის პოვნას უკავშირდება.
პრაქტიკული ამოცანის ამოხსნის პროცესი საწყისი დაშვებებით იწყება - პუნქტების ზომებს უგულებელვყოფთ - მათ წერტილებით გამოვსახავთ, გზებს - წრფის მონაკვეთებით. ამ დაშვებების შემდეგ გვაქვს სურათი,რომელიც რეალური სიტუაციის გამარტივებისა და მათემატიკურად ჩამოყალიბების  ( მათემატიკური მოდელირების ) საშუალებას გვაძლევს.
·         როგორ უნდა იმოძრაოს სკოლიდან გამოსულმა ავტობუსმა, რომ მოსწავლეების სკოლაში მისაყვანად რაც შეიძლება ნაკლები მანძილი გაიაროს? ( უმოკლესი სიგრძის ტეხილის პოვნა)
·         რა დრო დაჭირდება მოცემული სიჩქარით (60კმ/სთ) მოძრაობისას შერჩეული მარშრუტის გასავლელად?
·         ყველა პუნქტის გასავლელი გზის შესაძლო ვარიანტების შერჩევა.
·         თითოეული მარშრუტისთვის მთელ გზაზე დახარჯული დროის დათვლა.
·         რომელია ოპტიმალური მარშრუტი?
·         ვთქვათ, თქვენ E პუნქტში ცხოვრობთ, რომელი მიმართულების მარშრუტია თქვენთვის უფრო სასურველი, რატომ?
·         განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, როცა  ავტობუსი ყოველი 100 კილომეტრის გავლისას საშუალოდ 15 ლიტრ ბენზინს ხარჯავს. იპოვეთ საწვავის ხარჯი ამ გზაზე მოძრაობისას ერთი სასწავლო კვირის (5 დღის ) განმავლობაში, ოპტიმალური გზით მოძრაობისას.
თითოეული დავალების შესრულებისას მასწავლებლის მხრიდან ხდება მონიტორინგი, აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
დასკვანა: შეარჩიეს ოპტიმალური მარშრუტი. ( დროისა და საწვავის ნაკლები ხარჯით.)

10
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
·      აღწერს გეომეტრიულ ობიექტთა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ობიექტთა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·      აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს;
მათ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
·      გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
·      ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ; ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;

11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მარინე სურამელი
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა

13
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი





პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ამ შემთხვევაში თითოეულ კრიტერიუმში დაიწერება 1 ქულა

მოსწავლის გვარი და სახელი
კრიტერიუმები
1
2
3
4
5
6
7
8
9
საინტერესო შესავალი









კვლევის / ნაშრომის წარმოჩენის უნარი









შემოქმედებითი უნარი









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება









თემის ლოგიკური ჯაჭვის გასაგებდ წარმოდგენა









საუბარი გამართულია









თვალსაჩინოების გამოყენება









აუდიტორიასთან კონტაქტი









ინფორმაციის ფლობის უნარი(ადექვატური კითხვა–პასუხი)









დროის ლიმიტის დაცვა









ჯამი










Comments

Popular posts from this blog